სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყვეს  
15-05-2024
-
+


ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო პროექტებით, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზეა ორიენტირებული. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წლის II სემესტრში, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „სამართლიანი სასამართლო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი“, რომლის  მიზანი იყო მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობდნენ  სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის  პედაგოგები: ქეთევან ბეღელაძე და სოფიო ფხაკაძე.

24 აპრილს, სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების კლუბის - „თავისუფალი მოქალაქეები“, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრებმა ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით.   

მოსწავლეებმა შეძლეს ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში ნასწავლი მასალის ინტეგრირება, რეალური პროცესების მსგავსად მოირგეს როგორც მოსამართლის, ასევე პროცესში მონაწილე მხარეთა როლები და მოაწყვეს ისტორიული პიროვნების, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური მოღვაწისა და მთავარსარდლის გიორგი სააკაძის გასამართლება. ისტორიკოსთა განსხვავებული შეხედულებების და შეფასებების  საფუძველზე განიხილეს სააკაძის როლი იმ პერიოდის სახელმწიფოს წინაშე.     

მოსწავლეებმა დაამუშავეს ბეჭდური  და ვიდეომასალა, გამოიკვლიეს და შეისწავლეს ისტორიული წყაროები და ფაქტები, გაეცნენ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორებიცაა: მოწმეების დაკითხვა, პროკურორისა და ადვოკატის, მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა როლი დავის განხილვის დროს. დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადეს სარჩელი, პროკურორმა და ადვოკატმა შესავალი და დასკვნითი სიტყვები, პროცესში ჩართეს მოწმეები და მოაწყვეს მათი ჯვარედინი დაკითხვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასამართლო პროცესი იყო ამავდროულად სანახაობრივი, მოსწავლეებმა პროცესის მსვლელობისას გააცოცხლეს ისტორიული პერსონაჟები მოწმეების სახით: გიორგი სააკაძე და მისი ახლობლები: თეკლა სააკაძე, ბააკა ხერხეულიძე, ქაიხოსრო და ბერუკა ჯავახიშვილები, იმერეთის მეფე გიორგი III. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ და დასასრულს სიტყვით მიმართეს საზოგადოებას ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა ფშაველას როლებმორგებულმა მოსწავლეებმა. 

მოსწავლეთა იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიწვეული სტუმრები.

სასამართლო პროცესი საინტერესოდ და დიდი მოლოდინით მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოება მღელვარებით ელოდა რა განაჩენს გამოიტანდნენ ნაფიცი მსაჯულები. 

საბოლოოდ კი, 2024 წლის 24 აპრილს ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ გამართულმა სასამართლომ გიორგი სააკაძე გაამართლა. პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მოისმინეს სტუმრების შეფასებები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდას?  - რა უნდა გაითვლიასინოთ სასწავლო წლის ბოლოს

ცნობილია, რომელი სკოლების შესახებ იმსჯელებს ავტორიზაციის საბჭო

რა შემთხვევაში გაუქმდება პირველკლასელის სკოლაში რეგისტრაცია - მნიშვნელოვანნი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ 

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

პიროვნება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება