სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყაურმის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
24-04-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ და ენთუზიაზმით ზეიმობენ თარიღებს, რომლებიც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 

23 აპრილს კი, სკოლაში ინგლისური ენის დღე იზეიმეს, ამ დღეს ინგლისურენოვანი ღონისძიება მიეძღვნა და მასში მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, სპექტაკლი დადგეს და ლექსები მიუძღვნეს ინგლისური ენის დღეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და სასკოლო საზოგადოება.

ღონისძიებას, მასწავლებელი ვარვარა ნორსოიანი ხელმძრვანელობდა. 

23 აპრილი არის ინგლისური ენის საერთაშორისო დღე, რაც აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.  

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება