სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიებების კვირეული სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში
23-04-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში დედაენის სიწმინდის დაცვას კვირეული მიეძღვნა.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებმა სამივე საფეხურზე ჩაატარეს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები: ინოვაციური გაკვეთილები, კონკურსები და ონლაინ-ვიქტორინები, კონფერენცია, დებატები და ლიტერატურული კომპოზიცია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა დიაგნოსტიკურ კითხვაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, მეორეკლასელებმა თავი მოიწონეს სკოლაში მიწვეული სტუმრებისა და მშობლების თვალწინ მხატვრული კითხვითა და ცეკვა-სიმღერით. მესამეკლასელებმა კი, დიდ თეატრში მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცეს პლაკატების, სქემებისა და პრეზენტაციების სახით.

IV კლასში, „მკითხველის თეატრში“ პატარა „მსახიობებმა“ იცეკვეს, იმღერეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს თეატრალიზებული დადგმა - „ნატვრისთვალი გოგებაშვილის მოთხრობებში“. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ დასამახსოვრებელი იყო მეხუთეკლასელთა შესანიშნავი დეკლამაცია, მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ გამომეტყველებითი კითხვის ნიუანსებს. 

მეექვსეკლასელებმა ცოდნის ორგანიზება საინტერესოდ წარმოადგინეს პორტფოლიოს სახით.

საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებელთა ფასილიტაციით მოსწავლეებმა გააანალიზეს ლიტერატურული ტექსტები, განაზოგადეს ცოდნა მშობლიური ენის, დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ.  გააცნობიერეს, რა როლს ასრულებდა ენა სხვადასხვა ეპოქაში, გამოხატეს თვალსაზრისი, დაწერეს ჩანახატები, ესეები, საკონფერენციო მოხსენებები;  შთამბეჭდავი იყო მოსწავლეთა არტისტიზმი ლიტერატურულ თეატრში, კრიტიკული და ანალიტიკური უნარების რეალიზება ინტელექტკონკურსსა და სასწავლო კონფერენციაში.

კოლეგებისთვის ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა გამოცდილების გაზიარება აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით კი გამარჯვებული პროექტის - „სპექტაკლი რესურსოთახში“, განხორციელების ეტაპები.

„ამ დღეებით მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაჰყვებათ მოსწავლეებსა და მასწავლებელს“, - ასე აფასებენ სკოლაში კვირეულს, რომელმაც სრულიად სასკოლო საზოგადოების ჩართულობა და დიდი მოწონება გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება