სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებების კვირეული ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 
22-04-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ეროვნულ დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა. 

ქართული ენის დღეები საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა არაერთ საგანმანათლებლო თუ საზეიმო ღონისძიებასა და აქტივობას. 

პედაგოგები მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ერის თვითმყოფადობის საქმეში ენის როლს გაუსვეს ხაზი. გაიმართა მხატვრულად კითხვისა და წერის კონკურსები. მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, ქართული ენის სიდიადე აღნიშნეს და მოხატულ-მოჩუქურთმებული ანბანი გამოფინეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება