სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
22-04-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათთვის სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზეც ზრუნავს. 

ამ მიმართულებით კი, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღების სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, ბუნებრივია, რომ გიმნაზიაში დედაენის დღე თემატური კვირეულითა და ღონისძიებებით აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნიდან“ ამონარიდები წაიკითხეს. მათი ხელმძღვანელები მასწავლებლები - ინგა ტურავა და ნატა ბუცხრიკიძე გახლავთ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება