სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მამული, ენა, სარწმუნოება“- სენაკის N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
22-04-2024
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავენ. 

რასაკვირველია, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით, ნ.გარუჩავას სადამრიგებლო მე-3დ კლასში ღონისძიება - „მამული, ენა, სარწმუნოება“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო. 

მათ სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარადგინეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება