სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით სავსე დღე“ და შთამბეჭდავი ღონისძიება ტობანიერის საჯარო სკოლაში
22-04-2024
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის ცხოვრებას კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შეემატა. 

ტობანიერის საჯარო სკოლაში, სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. 

სტუმრებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ძალიან შინაარსიანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარადგინეს.

ტობანიერის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ კი სიყვარულის თემატიკას მიუძღვნა ღონისძიება სახელწოდებით „ასე უყვარდათ საქართველოში“.

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

სკოლის დირექტორი ია მეფარიშვილი ამაყობს მოსწავლე-მასწავლებელთა მონდომებით და გუნდის თითოეულ წევრს მადლობას უხდის. 

„სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით სავსე დღე გვქონდა... ზუსტად ისეთი როგორიც დავგეგმეთ!

კიდევ ერთი ულამაზესი დღე შეემატა ტობანიერის საჯარო სკოლის ისტორიას, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი, ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი. მეამაყებით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ რომ ბედნიერებაა თქვენთან ურთიერთობა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ია მეფარიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება