| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, STEM კლუბის ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი მაია ხმიადაშვილი და კლუბის წევრი მოსწავლეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვიზუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს ესტუმრნენ, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი დავით სონღულაშვილი.
ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს თანამედროვე მოწყობილობები: რობოტი მასწავლებელი, რობოტი დირიჟორი, რობოტი ექიმი, ხაზზე მავალი რობოტი და სხვადასხვა STEM პროექტი. მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები, გაეცნენ ვირტუალურ და რეალურ-ვირტუალურ ლაბორატორიებს.
ამ შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მოსწავლეები გაეცნენ ბევრ საგანმანათლებლო პროექტს.
„გაჩნდა საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებაში თანადგომა გამოგვიცხადა ბატონმა დავით სონღულაშვილმა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ