| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
„ენა დედაა ერის“ - ამ ეგიდით, VII, VIII კლასელთა მონაწილეობით სკოლაში კონფერენცია გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები საფუძვლიანად მოემზადნენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციისთვის, აჩვენეს მოკრძალებული საქმიანობით, რომ ქართველთა მოდგმის ეს უძვირფასესი ქმნილება - ენა ერის ცივილიზაციის საფუძველია, სახელმწიფო ენაა, უდიდესი კულტურული წარსულის ერის სამკაულია, ლამაზია, მომხიბლავია.
მოსწავლეებმა შექმნეს თემატური კედლის გაზეთები, წარმოაჩინეს სალიტერატურო ენის განვითარებისთვის ამაგდარ მოღვაწეთა გაწეული ღვაწლი, ადიდეს მისი შემოქმედნი.
ღონისძიება მომზადდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ (მასწავლებლები - ნანა ამბროლაძე, დოდო ქათამაძე, ცირა კუბლაშვილი, ნანა ჭანტურია).
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ