| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა კლასის წინაშე ქართული პროზის საუკეთესო ნიმუშები წარადგინეს და კლასიკური ლიტერატურის ხიბლზე ისაუბრეს.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი შექმნილი ლიტერატურული ესეების პრეზენტაცია მოაწყეს თემაზე: „რა ენა წახდეს“.
მეექვსეკლასელებმა მოიძიეს ბარბარიზმები, ხშირად დაშვებული გრამატიკული შეცდომები და პოსტერად და პრეზენტაციად აქციეს. მათ მხატვრული საშუალებების გამოყენებით მცირე პროზაული ტექსტის შექმნაც სცადეს.
უფროსკლასელები გაეცნენ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ინიციატივას- „ერთად ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა“ და დაგეგმეს კონკრეტული ნაბიჯები მის მხარდასაჭერად.
დედაენის კვირეული ჩატარდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით.
ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია
ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ