სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დრო გადის, გოგებაშვილის „დედა ენა კი მუდამ ძვირფასია“ - კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება 
22-04-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლის პირველ კლასში,​ დამრიგებელ ნეტარი გომურაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩატარდა ემოციებით დატვირთული ულამაზესი ღონისძიება, სახელწოდებით - „დრო გადის, ი. გოგებაშვილის „დედა ენა“ კი მუდამ ძვირფასია”.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მასწავლებლისა და უფროსების დახმარებით მოიძიეს, შეაგროვეს და გაეცნენ ინფორმაციას „დედა ენის“ ავტორის შესახებ.

„მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ჩვენ ამ წიგნით ვხელმძღვანელობთ, რადგან „დედა ენა“ არის ჩვენი განათლების მიღების საფუძველი. ორკვირიანი მუშაობის შემდეგ ბავშვებმა წარმოადგინეს ნაშრომების გაერთიანებული პრეზენტაცია“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს, ასევე, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება