სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედა ენა ცოდნის ლამპარი“ - საინტერესო პროექტი​ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში
22-04-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი „დედა ენა ცოდნის ლამპარი“, რომელიც V- VII-IX კლასებში განხორციელდა.

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი დარეჯან ტუსკაძე გახლავთ.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, დაამზადეს ბროშურები და კედლის გაზეთი სახელწოდებით: „ქართული ენა ღმერთების ენაა“.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები. გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული lX კლასის მოსწავლე გიორგი ჯიმშელეიშვილი.

სკოლაში, ასევე გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით: „ჩვენი ენა ქართული“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის სიდიადეზე, მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერა დედაენისადმი მიძღვნილი და ცეკვა ქართული. პროექტი დასრულდა ვიქტორინა - კონკურსით „ვინ უკეთ იცის ქართული ენა“. 

ღონისძიებაზე, პირველი ადგილი დაიმსახურა შოთა ქაშიბაძემ, მეორე ადგილი ნია ჯიმშელეიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ანასტასია შალამბერიძე გახდა. 

„მრავალფეროვანი აქტივობებით მოსწავლეები მოეფერნენ უმდიდრეს, ულამაზესს, „ხმათა ხავედრების და ღმერთების ენას“ , - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის მომზადება მიზნობრივი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

სასკოლო საზოგადოება წარმატებებს უსურვებს პედაგოგს და მოსწავლეებს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება