სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს 
22-04-2024
-
+


თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის, კალიგრაფის კონკურსი გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო. მოსწავლეებმა ირაკლი აბაშიძის ლექსიდან - „ხმა კატამონთან“ ამონარიდი ლამაზად გადაწერეს. გარდა ამისა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, პლაკატი - „გვიყვარს ჩვენი დედა ენა“ დაამზადეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა ონიანი ხელმძღვანლობდა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება