სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა დედაა ერისა“- წყალტუბოს N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა ლამაზი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
19-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული შემოქმედებითი აქტივობები თუ პროექტები იმართება.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. პედაგოგ დოდო ხაჩიძის სადამრიგებლო - მე-9ა კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ენა დედაა ერისა“ გამართეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დარბაზში პატრიოტული სული ტრიალებდა, რადგან სწორედ „დედაენის იის ნამით არის განედლებული ჩვენი ქართული, ეს ნამი უსვამს ჩვენს მამა-პაპას და ჭირსა თუ ლხინში ამით უსაზრდოებია“. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ კიდევ უფრო კარგად გააცნობიერეს, რომ „ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს“.

გარდა ამისა, გაიხსენეს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები და იმ იმედით დაამთავრეს ღონისძიება, რომ ივერია გაერთიანდება, გაბრწყინდება, ჯერ სამაჩაბლოს დავიბრუნებთ, შემდეგ კი „სოხუმში გემით დავბრუნდებით...“

ღონისძიების ბოლოს, საქართველოს ჰიმნი შესრულდა, რაც ყველასთვის ემოციური იყო. 

სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ, დირექტორის მოადგილე - დალი სილაგაძემ ღონისძიება დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

„განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექციას, ქორეოგრაფ ჟანა ბენიძეს, მუსიკის მასწავლებელ ქეთევან რატიანს, ხელოვნების მასწავლებელ თეა კაკაბაძეს, მე-9ა კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს, ამ ლამაზად დასამახსოვრებელი დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება