სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
19-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა და შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით, თემატური ღონისძიებები მე-5 და მე-8 კლასებში გაიმართა. მოსწავლეებმა ნამუშევრები შეასრულეს, ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

მათთვის თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება