სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის კვირეული ბენარის საჯარო სკოლაში
22-04-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში დედაენის კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა
ნამუშევრები შექმნეს, კედლის გაზეთები გამოუშვეს და თემატური გამოფენა მოაწყვეს. 

გარდა ამისა, მათ სიტყვა წარმოთქვეს და ლექსები წაიკითხეს.

„ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი დამწერლობით, ენითა და დედაენით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს, მუდამ ისმოდეს ენა ქართული“,- ამბობს აქტივობების ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნინო წალდაძე.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა ონიანი ხელმძღვანლობდა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება