სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო…“- განთიადის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
19-04-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ პროექტს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქეთო ღოღობერიძემ, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო…“ გამართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და იმღერეს. მოსწავლეებს მასწავლებელი ქართული ენის სიწმინდესა და 14 აპრილზე, როგორც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან დღეზე ესაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა ონიანი ხელმძღვანლობდა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება