სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჯავახოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
16-04-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

მოსწავლე- ახალგაზრდებში მშობლიური ენის მნიშვნელობის უკეთ გააზრების მიზნით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო, რამაც როგორც აღნიშნავენ, მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტად ჩაუნერგა მშობლიური ენის სიყვარული.

„ქართულ ენას, როგორც მშობლიურს, როგორც სახელმწიფო ენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის და პატრიოტ პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში. პიროვნების ჩამოყალიბება ხდება მშობლიური ენისა და სამშობლოს სიყვარულის ფონზე. ეს კარგად გვაქვს გააზრებული საჯავახოს საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს“, - გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლაში, ასევე შემუშავებული აქვთ ქართულის, როგორც მშობლიური ენის განვითარების სტრატეგიული გეგმა წლების მიხედვით.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თეთრ პერანგებზე ამავე სკოლის VII-VIII კლასების მოსწავლეების ხელით დაწერილი ჰქონდათ ქართული ანბანის თითო ასო, VII-VIII-IX კლასების მოსწავლეებმა გააკეთეს ანბანის ილუსტრაცია, დახატეს თითოეული ასო, დაწერეს ასომთავრულით ქართული ანდაზები და აკინძეს ერთ წიგნად.

ასევე, ღონისძიებაზე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, იაკობ გოგებაშვილზე, საქართველოზე. მათ, ასევე წაიკითხეს 1978 წლის 14 აპრილის მონაწილეთა მოგონებები, შეასრულეს სიმღერები ფანდურით და იცეკვეს ქართული ცეკვები.

დასასრულს, კი როგორც გვიყვებიან, სკოლის დირექტორმა - ვაჟა კუციამ „კინგსის“ ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებულ მეორე კლასის მოსწავლეებს: ნია მსხრიკაძეს ( ინგლისური ენა), ბარბარე თოფურიას (ქართული ენა), ანასტასია ადეიშვილსა (მათემატიკა) და მერვე კლასის მოსწავლე ნინო წეროძეს (ინგლისური ენა) საზეიმო ვითარებაში გადასცა სერტიფიკატები.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება