| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას, მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა შემოქმედებითობა კი წახალისებულია.
ახლახან, გიმნაზიის VIბ წმიდა ნიკოლოზის სახელობის კლასის (დამრიგებელი შორენა ოქრიაშვილი) მოსწავლეები საქართველოს მხატვართა კავშირის საექსპოზიციო დარბაზში იმყოფებოდნენ.
მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მხატვარ თინათინ კრაწაშვილის შემოქმედებას, რომელიც პერსონალური ნამუშევრების სახით გამოფენილი იყო, ექსპოზიციაზე სახელწოდებით - „მხატვრის თვალით დანახული ქალი“...
ისინი ასევე ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამას - „აღდგომა გაზაფხულის დღესასწაული“ დაესწრნენ. მათ იხილეს პრეზენტაცია, რომლის საშუალებით შეიტყვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული საინტერესო წეს-ჩვეულებების შესახებ. მათ ახლდათ გიმნაზიის პედაგოგი ნინო ბალაშვილი.
ასეთი საინტერესო დღის შემდეგ მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ