სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ ენას ლამაზი ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
15-04-2024
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ტრადიციად დამკვიდრებული ულამაზესი დღესასწაული მოეწყო.

ქართულის კათედრის ინიციატივით, რომლის ხელმძღვანელიც მედეა მოდებაძეა, მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება - „ქართული, ქართველთ რწმენაა“, ჩატარდა. მასში მე-5, მე-5 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათი დამრიგებლები: ნინო ბუცხრიკიძე, თინათინ ჩიხლაძე, მარიეტა ვეფხვაძე არიან, ხოლო საგნის მასწავლებლები - დარეჯან იობიძე, მედეა მოდებაძე და მზისადარ ჯიქია.

მოსწავლეებმა „მრავალჭირვარამგადანახად“ მშობლიურ ენას ხოტბა შეასხეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ერთი სიტყვაც - „მრავალჭირვარამგადანახადი“ სრულყოფილად გამოხატავს ენის ურთულეს თავგადასავალსა და ძლიერებას.

სკოლაში ფიცივით გაისმა: „ჩვენ უნდა შევძლოთ და შევძლებთ კიდეც,რომ იძლიეროს ენამ ქართულმა“. 

ღონისძიების ორგანიზატორები სკოლის დირექციასა და მშობლებს, აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობას უხდიან და დედაენის დღეს ყველას ულოცავენ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება