სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
16-04-2024
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამას არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვის ხელით არ უნდა შეეხოს...“ აკი არც დავანებეთ, მუდამ გვემახსოვრება და აღვნიშნავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ჩვენს ისტორიაში. 14 აპრილს ქართული ენის დღეა“, - ერთხმად აღნიშნეს სკოლაში და ილია ჭავჭავაძის უკვდავ ფრაზას მოუხმეს. 

ქართული ენის დღესასწაულს, რომელიც 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა, მრავალფეროვანი აქტივობებით, სიამოვნებით შეუერთდნენ  N103 საჯარო სკოლის Iდ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნატალი წიკლაურის ხელმძღვანელობით.

ჩატარდა კონკურსები : კალიგრაფიის, კითხვის - „ვინ არის კარგი მკითხველი“, „საუკეთესო დეკლამატორი“, სადაც პატარებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები.

აგრეთვე მოსწავლეები იმყოფებოდნენ დედაენის ბაღში, სადაც წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერა და ყვავილებით შეამკეს დედაენის ძეგლი.

„პატარებმა ასე გამოხატეს თავიანთი სითბო და სიყვარული ქართული ენისადმი. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება