სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა
11-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალური 
ცენტრიდან მოწვევა მიიღო. 

მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეები დეპარტამენტის ცენტრში მასწავლებლებთან: ანა პეტროსიანთან და რუზანნა მანველიანთან ერთად წავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლებს, ცენტრის თანამშრომლები თბილად დახვდნენ და სიხარულით შეეგებნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ მიწვევა ცენტრში მომუშავე, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის - ჰოვანეს ზანდარიანის დამსახურებით მიიღო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ცენტრში ბავშვებისთვის მოეწყო პრეზენტაცია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, ცხოველებისა და იშვიათი მცენარეების შესახებ. მოეწყო გამოფენა, რომელმაც იმდენად დააინტერესა ბავშვები, რომ ცენტრიდან გასვლა აღარ სურდათ, ბოლოს მოსწავლეებმა კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს, გაიმართა და აღმოჩნდა, რომ ბავშვებს ბევრი რამ აინტერესებდათ გარემოს შესახებ.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გარემოს დაცვის ტერიტორიების დეპარტამენტისგან სუვენირები: წიგნები ჯავახეთის ბუნების შესახებ და ბროშურები მიიღეს. 

დღე შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო მოსწავლეებისთვის. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ შეხვედრის შემდეგ ბევრ ბავშვს გაუჩნდა ამ სფეროში მუშაობის სურვილი და მიიღეს ახალი ინფორმაცია ჯავახეთის ბოტანიკური და ზოოლოგიური სამყაროს შესახებ. ეს შეხვედრა დიდი მოტივაცია იყო მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება