სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„თქვენი ღვაწლი დაუვიწყარია“-  შაუმიანის N1 საჯარო სკოლა დირექტორს - არტუშ ურუმიანს გლოვობს
04-04-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ სკოლის დირექტორი არტუშ ურუმიანი გარდაიცვალა.

სკოლამ, სოფელმა და მუნიციპალიტეტმა ღირსეული პიროვნება, წარმატებული დირექტორი, პროფესიონალი პედაგოგი დაკარგა, ოჯახმა კი მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ბაბუა.

ის სასკოლო საზოგადოების წინსვლასა და წარმატებაზე აქტიურად ზრუნავდა, ხელს უწყობდა სახელმწიფო ენის შესწავლას, დიდი სიყვარულით უზიარებდა მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას, აქტიურად მონაწილებოდა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

„ძალიან რთული და დაუჯერებელია ბატონ არტუშზე წარსულში საუბარი. ბატონი არტუში რამდენიმე ათეული წელი ღირსეულად ედგა სათავეში ჩვენს სკოლას. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით, საგანმანათლებლო სისტემის რეფორმების პროცესში ახალგაზრდების განათლებისა და აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2022 წელს მიიღო დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი!
თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.
ბატონო არტუშ, თქვენი ღვაწლი დაუვიწყარია. მშვიდად განისვენეთ! უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი“,- იხსენებენ სკოლაში. 

„ეტალონის“ გუნდი გარდაცვლილის ოჯახისა და კოლეგების მწუხარებას იზიარებს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

რას ნიშნავს „სიქს-სევენ“, რომელსაც მასწავლებლების გასაბრაზებლად ბავშვები ხშირად იყენებენ და რატომ დააბნია მასწავლებლები მთელ მსოფლიოში

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება