სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„და ქალი მაინც გაზაფხულია“ - რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი კომპოზიცია
04-04-2024
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

მათ შორის იყო გაზაფხულის დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „და ქალი მაინც გაზაფხულია“. 

„მოვიდა გაზაფხული, მოიტანა დიდი სიხარული და სითბო. აფრქვია სილამაზე ზღაპრულ სამყაროს. გადმოუშვა სურნელი იისა და ყოჩივარდის. ააჭრელა მინდორ-ველი. 

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სიყვარულით გამთბარი საღამო, „და ქალი მაინც გაზაფხულია“ აჩუქა  ქალაქ რუსთავს და მთელ საქართველოს“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

კომპოზიციის ავტორი სკოლის მუსიკის მასწავლებელი ეკატერინე ქვრივიშვილი გახლდათ.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„მოსწავლეებმა ააგიზგიზეს სცენა სიმღერებით, მოეფერნენ პოეზიითა და ქორეოგრაფიით დამსწრე საზოგადოებას. მიუალერსეს სტუმრებს ტკბილი სიტყვებით და კიდევ ერთხელ შეახსენეს გმირი, თავდადებული, დიდებული ქალბატონების, დედების, საქართველოს გამორჩეული დედოფლების ღვაწლი და მათი ისტორია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კომპოზიციაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები: ცოტნე გულაღაშვილი, მარიამ ზაქარეიშვილი, მარიამ მამულაშვილი, თამთა ვაზაგაევი, ელენე კაკალაშვილი, ნინო ყიფშიძე, მარიამ ჭუნიაშვილი, დავით ბიჭაშვილი, მიხეილ თვალიშვილი, თიკა ბრეგვაძე, ელენე გიქორაშვილი.

ეს დღე იქ მყოფი თითეული ადამიანისთვის საინტერესო და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება