სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება, ჩემი მოსწავლეების მიღწევებია“- თეონა თავშავაძე, ცერონისის საჯარო სკოლის პედაგოგი
04-04-2024
-
+


„მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა, უცხო ენა, განსაკუთრებით ინგლისური“,- ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თეონა თავშავაძე, რომელმაც ცხოვრება მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავას მიუძღვნა. 

მისთვის საკლასო ოთახში დისციპლინა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ისეთ დამოკიდებულებას ნიშნავს, როდესაც ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ. ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

  • მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება;
  • საგნის შესაბამისი ცოდნა;
  • მოტივაცია, სიახლეებთან წვდომა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ისეთ დამოკიდებულებას, როდესაც პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს და ყოველგვარი ნორმების დაცვით, თავისუფლად, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „ყურადღებით მოუსმინეთ ერთმანეთს!“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არ დავიშურებდი დროსა და ენერგიას, რათა შემესწავლა ყველაფერი, რის საშუალებასაც მომცემდა გარემო, სადაც ვიქნებოდი; მონაწილეობას მივიღებდი გაცვლით პროგრამებში.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მათი აზრით, ვარ მოწესრიგებული, მეგობრული, მიუკერძოებელი.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- არის ჩემი მოსწავლეების წარმატება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- უცხო ენა, განსაკუთრებით ინგლისური ენა. ჩემი სანატრელი პროფესია იყო და კვლავ არის თარჯიმნობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება