სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპელი ავტორების დღე მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს
01-04-2024
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, ევროპელი ავტორების დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ღონისძიებები ყველა კლასმა ჩაატარა.

ღონისძიებაზე I-VI კლასების მოსწავლეებმა ევროპელ ავტორთა (ჯანი როდარი ანდერსენი, პერო და სხვ) მხატვრული ნაწარმოებები წაიკითხეს.​ VII-XIკლასელებმა კი მწერლების: ანტუან სენტ ეგზიუპერის, აგატა კრისტის, ჯონათან სვიფტის, ოსკარ უაილდის, შარლოტა ბრონტეს, შექსპირის, პროსპერ მერიმეს, შანდორ პეტეფის ნაწარმოებები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. 

მოსწავლეებმა ასევე წაკითხული ნაწარმოებების მიხედვით საინტერესო ილუსტრაციები, კომიქსი შექმნეს, ხელნაკეთი წიგნები დაამზადეს. მათ ასევე პერსონაჟებს წერილი მისწერეს და საინტერესო როლური თამაშები გამართეს. აღნიშნული ნამუშევრები კი შემდგომ სკოლაში გამოფინეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, უფროსკლასელებმა და უმცროსკლასელემა ერთობლივად წაიკითხეს, შემდგომ კი შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.

სკოლის დერეფნებში, სკოლის ეზოსა და საკლასო ოთახებში ევროპელ შემოქმედთა სივრცეები მოეწყო.

აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებელები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება