| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
მათ შორისაა პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის „საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტი.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე განხორციელდა სასერტიფიკატო პროგრამა „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა“ კოლეჯ „ერქვანის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით.
მიმდინარე წლის იანვრიდან კი კოლეჯის ჩართულობითა და მხარდაჭერით ხორციელდებოდა ახალი კურსები კერძოდ - „საოჯახო სასტუმროს მართვა“.
აღნიშნულ კურსში ჩართულნი იყვნენ სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
„მადლობას ვუხდით პროფესიული უნარების სააგენტოსა და კოლეჯ „ერქვანს“ მხარდაჭერისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სკოლასა და მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა