| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში, გარემოზე ზრუნვასა და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, სასკოლო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით მოეწყო გამწვანების მასშტაბური აქცია. სკოლის ეზოში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ დაირგო 50 ცალი კანადური მუხის ნერგი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ედიშერ ლაშხიამ, რომლის სანერგეში გამოყვანილი ნერგები დარგულია ზვიად გამსახურდიას გორაზე, ხვიჩა კვარაცხელიას პარკში, ჯგალის თემის საჯარო სკოლას მომავლის ბიჭის - ნიკო კვარაცხელიას სახელზე საჩუქრად გამოუგზავნა აღნიშნული ნერგები.
აღსანიშნავია, რომ აქციის მიზანი ბუნების დაცვა და ჯანმრთელი გარემოს შექმნა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, გამწვანების ხელშეწყობა და ეკოლოგიის თემის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
სკოლაში აღნიშნეს, რომ ბუნებრივი გარემოპირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა პროგრესული ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის.
სკოლაში აქციაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს დიდ მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა