სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლაში „მათემატიკურ დღესასწაულზე“ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
01-04-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში გაიმართა შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა, რომელშიც ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. 

შეხვედრა შემეცნებითი ხასიათის, შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული იყო და ეძღვნებოდა П რიცხვის საერთაშორისო დღეს. ღონისძიებას მათემატიკის პედაგოგი მადონა ბენდელიანი ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საგანგებოდ იყვნენ მიწვეულნი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო პრეზენტაციებით, სახალისო შეჯიბრებებითა და აქტივობებით.

„დავასკვენით, რომ ჩვენს გარშემო მათემატიკური ჰარმონია სუფევს. მათემატიკა ყველა დეტალშია. სიახლით, სააზროვნო უნარებითა და სწავლა კეთებით მდიდარი დღე გამოვიდა“,- ასე შეფასდა შეხვედრა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 

სკოლაში მადლიერებას გამოხატავენ პროექტის ავტორების: მადონა ბენდელიანისა და ზოია კოპალიანის მიმართ. ასევე, მადლობას უხდიან ქვედა ცაგერის საჯარო სკოლას მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის..

„გისურვებთ წინსვლას და წარმატებას, კვლავ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება