| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში საინტერესო დავალებების პრეზენტაცია გაიმართა, თემაზე - „გლობალური პრობლემების მათემატიკური მოდელები“.
შეხვედრა, 26 მარტს მოეწყო და მას ხელმძღვანელობდა კონკურსის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებული, ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გუგული ანანიძე.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო სიტუაციები თემებიდან: „წყლის რესურსების დაცვა“, „ყინულის დნობა“, „მდგრადი განვითარების კონცეფცია“ და სხვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულ საპრეზენტაციო დავალებაში კონკრეტული სიტუაციის მიხედვით მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი მათემატიკური მოდელები და ამოხსნები, სადაც ჩანდა მათემატიკური გამოანგარიშებები, მოსწავლეთა ხედვა და რეალური პრობლემები, რომლებიც საერთოა მსოფლიოსთვის. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნააზრევიდან გამოჩნდა, რომ არ არსებობს მეცნიერების დარგი, სადაც მათემატიკა არ გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ თითოეულ პრეზენტატორს დაუსვეს შეკითხვები, რომელთგანაც ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დაიგეგმა მომდევნო შეხვედრის სავარაუდო თემები და დრო. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა