სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საზეიმო ღონისძიებას საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა
01-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება, რომლებშიც ბავშვები ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

გამონაკლისი გაზაფხული დღესასწაულებიც არ ყოფილა, რომლებიც მესამეკლასელებმა პედაგოგ ნინო თავბერიძის ხელმძღვანელობით, მშობლებთან ერთად ღონისძიებით აღნიშნეს. 

ბავშვებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მეტად ემოციური გახადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისგან გამოწვეულმა ემოციებმა. საფეხბურთო ნაკრების ამ მიღწევას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია.

„ღონისძიება დააგვირგვინეს სიხარულის ემოციების გამოხატვით, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა მიანიჭეს მთელ საქართველოს“, - გვიყვებიან სკოლაში.     

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება