სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვილიშორის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა მარადმწვანე ხის ნერგებით დაამშვენეს - ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა
25-03-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ქვილიშორის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და აქტიურად არიან ჩართულები ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ ქვილიშორის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ერთ-ერთი მათგანია გარემოს დაცვა.

მოსწავლეები თემატურ ღონისძიებებსაც აწყობენ და სხვა აქტივობებშიც დიდი ინტერესით ერთვებიან.

21 მარტს ქვილიშორის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე მასშტაბური აქტივობებით აღნიშნეს.

საბუნებისმეტყველო კათედრის და თვითმმართველობის გუნდის ინიციატივით (პედაგოგი სოფიო დანგაძე) - „დავრგე ხის“ ფარგლებში, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და ერთმანეთს გააცნეს ინფორმაცია ტყის მნიშვნელობის შესახებ.

კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა, ნინო ყურაშვილმა მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინა თემატური პრეზენტაცია, მოსწავლეებმა კი საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები მიუძღვნეს დედაბუნებას.

ემოციური გახლდათ ღონისძიების დასკვნითი ნაწილი - მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე, ფოთლოვანი ხეები, რომლებიც მომავალ მოსწავლეებს, წლების შემდეგ დახვდება ეზოში იმის დასტურად, რომ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ახალგაზრდებს ზრდიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება