სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩუქრები და ტკბილეულის წვიმა - ითხვისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სსსმ ბავშვებს მზიანი დღე-სასწაული მოუწყვეს
23-03-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ითხვისის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეები, საგნობრივ ცოდნის მიღების პარალელურად, სწავლობენ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანი და არ შეიძლება, თანატოლების რაიმე ნიშნით გამორჩევა.

სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რომელიც ემსახურება ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და ახლახან ჩატარებული ღონისძიებაც კიდევ ერთი გზავნილი გახლდათ - რომ მეგობრებმა ქრომოსომები კი არ უნდა ითვალონ, არამედ თესონ სიკეთე და სიყვარული. 

ითხვისის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა პედაგოგების:  თინათინ მოდებაძის, მზია ბურჯანაძისა და ალექსანდრა კვიციანის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განახორციელეს პროექტი „მზის შვილები“.

პროექტის მიზანი კი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა, საზოგადოების სწორი ინფორმირება და ემპათიის გაღვივება გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, ჩაატარეს გამოკითხვა-ანკეტირება, ესტუმრნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის დაწესებულება „ენძელას“, შეხვდნენ დაწესებულების თანამშრომლებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს, გადასცეს საჩუქრები, ტკბილეული, მათთან ერთად ჩაატარეს ღონისძიება და კიდევ ერთხელ, შეახსენეს ყველას - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან, ნუ დაითვლი შენც...“

იმ დღეს ჰაერში მეგობრობის საოცარი სურნელი ტრიალებდა, ტკბილეულის წვიმას კი მზიანი დღე-სასწაული სიყვარულით, ტოლერანტობითა და ემპათიით „ატკბობდა“.

„შეხვედრამ საოცარი ემოციებისა და მღელვარების  ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, პლაკატები, ფერადი წინდები.  მ/წ 21 მარტს მოწვეული სტუმრებისა და სასკოლო საზოგადოების წინაშე მოაწყვეს  პროექტის პრეზენტაცია, რითაც კიდევ ერთხელ უზრუნველყვეს სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნა ამ საოცარ დღესთან დაკავშირებით“, - აღსანიშნავია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც პირველად 2006 წელს აღინიშნა, 2011 წლიდან გაერო-ს ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა; ეს დღე მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და მათ აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას.





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება