| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პტენის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი, თეა თუთაძე პასუხობს და გვიმხელს, რას ნიშნავს მისთვის დისციპლინა საკლასო ოთახში:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კარგი მასწავლებელი, ვფიქრობ, უნდა იყოს ობიექტური, კომუნიკაბელური, მეგობრული...
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლე და მასწავლებელი იქცეოდნენ შესაბამისი ნორმების თანახმად.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ, ძალიან მაგარი ხარ. ვიცი რომ შეგიძლია და გამოგივა
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ძალიან ბევრ წიგნს, კლასგარეშე ლიტერატურას წავიკითხავდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- როგორც სამართლიანს და მეგობრულს.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- უზარმაცეს მოსწავლეს ვასწავლე კითხვა და წერა დამოუკიდებლად, მე-6 კლასში და ვიყავი უბედნიერესი, რადგან მანამდე ბავშვი წიგნს არ შლიდა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- საგანი ისტორია.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა