სიახლეები
ყველაზე პოპულარული


სიტყვები, რომელთა განმარტების ცოდნა ანალოგიებზე სწორი პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ
24-06-2018
-
+


ზოგადი უნარების გამოცდაზე, ანალოგიების ნაწილში, ხშირად შეხვდებით ისეთ სიტყვებს, რომელთა ზუსტი განმარტების ცოდნა სწორი პასუხის გასაცემად აუცილებელია. 

Etaloni.ge გთავაზობთ 2017 წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე ანალოგიების ნაწილში გამოყენებული ზოგიერთი სიტყვის ზუსტ განმარტებას. 


არქეოპტერიქსი - თანამედროვე ფრინველების სავარაუდო წინაპარი. ქვეწარმავლებიდან ფრინველების წარმოშობის დამამტკიცებელი გარდამავალი ნამარხი ფორმა, რომლის ბუმბული და ჩონჩხი ნაპოვნი იყო გერმანიაში 1860 და 1861 წლებში (იურული პერიოდის ქანებში). არქეოპტერიქსში მჟღავნდება როგორც ქვეწარმავლებისათვის, ასევე ფრინველებისათვის დამახასიათებელი ნიშნები.
    რეგენერაცია - დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების (ორგანოების, ქსოვილის, უჯრედების) აღდგენა ორგანიზმის მიერ. 
      კოლონადა - კოლონების მწკრივი, რომელსაც ეყრდნობა საერთო გადახურვა.
        ადაპტაცია - ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან არსებობის შესანარჩუნებლად;
          ინკუბაცია - კვერცხებიდან წიწილებისა და მისთ. გამოჩეკა ინკუბატორებში (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ინკუბირება).
            კომპრომისი - ურთიერთდათმობის გზით მიღწეული შეთანხმება. 
              მემორანდუმი - რაიმე საკითხის მიმართ მთავრობის თვალსაზრისის დეტალურად ამსახველი დიპლომატიური დოკუმენტი;
                ესტაკადა - ხიდისებური ნაგებობა, რომელზედაც გაყვანილია გზა (ხშირად რკინიგზა); იყენებენ მშენებლობებზე, სამრეწველო საწარმოებში, ქალაქებში, ნავსადგურებში და სხვ.
                  ალიბი - ბრალდებულის უდანაშაულობის დასაბუთება; ემყარება მტკიცებას, რომ ბრალდებული ვერ მიიღებდა მონაწილეობას ბოროტმოქმედებაში, ვინაიდან მისი ჩადენის მომენტში იგი სხვაგან იმყოფებოდა.
                    ალეგორია - ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.
                      მიგრაცია - ადამიანის გადაადგილება ან გადასახლება სხვადასხვა ვადით (რამდენიმე საათიდან სიცოცხლის ბოლომდე), რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების (ძირითადად ქალაქის, ქვეყნის და სხვა ადმინისტრაციული საზღვრების) გადაკვეთაში გამოიხატება.
                        ჭოგრი, ჭოგრიტი -  ოპტიკური, უპირატესად ხელში დასაჭერი მილის სახის ხელსაწყო შორეული საგნების დასანახავად, ხასიათდება გადიდების ჯერადობით, ხედვის კუთხით, შუქძალით, შესავალი დიამეტრით.
                          მოკირწყლული - ტექნიკური ტერმინოლოგია. იგივეა, რაც დაგებული. 
                            კრატერი - ძაბრისებური ჩაღრმავება ვულკანის თავზე, საიდანაც ამოინთხევა ლავა.
                              ქანი - დედამიწის ქერქის ამგებ მინერალთა აგრეგატი (მკვრივი ან ფხვიერი), რომელიც ქმნის დამოუკიდებელ გეოლოგიურ სხეულს. ქანი სხვადასხვა შედგენილობის მინერალების მექანიკური ერთობლიობაა.
                                ამნისტია (ბერძნ. ამნესტია — დავიწყება, პატიება) — გათავისუფლების შერეული სახე. ამნისტიის მეშვეობით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია მსჯავრდადებულის გათავისუფლება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ისე სასჯელისგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება, ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით.
                                  ანამნეზი - ცნობები ავადმყოფის ცხოვრების პირობათა შესახებ დაავადებამდე და ავადმყოფობის განვითარების ისტორია; ადგენს ექიმი ავადმყოფის ან მისი მახლობლების ჩვენებათა მიხედვით.
                                      პრევენცია - წინასწარი ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად (მაგ., კონფლიქტის პრევენცია)
                                          სიმპტომი - რაიმე დაავადების დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი. 
                                              უტრირება - მეტისმეტად გახაზვა რისამე, გაზვიადება; უკიდურესობამდე მიყვანა და მით დამახინჯება.
                                                  ომბუდსმენი - სახალხო დამცველი: ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. 
                                                      კვარცხლბეკი - ძეგლის, ქანდაკების და მისთანების საფუძველი.
                                                          სეგმენტი - ათემ. წრის ნაწილი, რომელიც რკალითა და მისი ქორდითაა შემოსაზღვრული; სფეროს ნაწილი, რომელიც გადამკვეთი სიბრტყით არის გამოყოფილი.
                                                              სკიპტრა - სამეფო კვერთხი - მეფის ძალაუფლების ერთ-ერთი ნიშანი.
                                                                  ტრილოგია - სამი ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც ერთი დედააზრი აერთიანებს.
                                                                      ტრიადა - იდეის სამსაფეხურიანი განვითარება ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიაში, რომელიც განსაზღვრავს მოვლენათა განვითარების სამ საფეხურს.
                                                                          ტრიუმფი - დიდი წარმატება, ბრწყინვალე გამარჯვება; ამით გამოწვეული ზეიმი.
                                                                              ლეგალური - "კანონით აღიარებული", "ნებადართული"; "ღია", "აშკარა". 
                                                                                  ანტრაქტი - შესვენება სათეატრო წარმოდგენის ორ მოქმედებას, კონცერტის, საღამოს და მისთ. ორ განყოფილებას შორის. 
                                                                                      ბენეფისი - "მოგება, სარგებლობა". წარმოდგენა, გამართული მისი ერთ-ერთი მონაწილე მსახიობის პატივსაცემად.
                                                                                          ამპლუა - ამპლუა [ფრანგ. ემპლოი] - გარკვეული ხასიათის როლები, რომლებიც შეეფერება, ამა თუ იმ მსახიობის თავისებურებას, მის სასცენო მონაცემებს.
                                                                                              პოლიგონი -  სპეციალურად მოწყობილი ადგილი იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, სამხედრო მასალის გამოსაცდელად, აგრეთვე ჯარის ნაწილების სავარჯიშოდ.
                                                                                                  არსენალი - სამხედრო იარაღისა და საჭურვლის საწყობი;
                                                                                                      ლეგიონი - ლეგიონ-ი [ლეგიო (ლეგიონის)] – 1.ძველ რომში: საჯარისო შენაერთი. 2. ზოგ ქვეყანაში: საგანგებო სამხედრო ნაწილის ან სამოქალაქო ორგანიზაციის სახელწოდება. 3. იგივეა,რაც პოლკი. 4. (მოძვ.). დიდი რაოდენობა, სიმრავლე რისამე ან ვისიმე. საპატიო ლეგიონის ორდერი - საფრანგეთში: ორდენი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებისათვის (დაწესებულია ნაპოლეონ I-ის მიერ).
                                                                                                        ჰიპოთეზა - ჰიპოთეზა [ბერძ. ჰყპოტჰესის ვარაუდი] – რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი, რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით დამტკიცებული.
                                                                                                          რეზერვუარი - სითხის ან გაზის მარაგის შესანახი ნაგებობა.

                                                                                                          კომენტარები


                                                                                                          ეტალონი

                                                                                                          „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

                                                                                                          IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

                                                                                                          სიახლეები

                                                                                                          მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

                                                                                                          შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

                                                                                                          პიროვნება

                                                                                                          „მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

                                                                                                           

                                                                                                          „მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

                                                                                                          „კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

                                                                                                          სკოლები

                                                                                                          „მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

                                                                                                           

                                                                                                          „ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

                                                                                                          „მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

                                                                                                          „ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

                                                                                                          „კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

                                                                                                          საინტერესო

                                                                                                          „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

                                                                                                          მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

                                                                                                          სიახლეები
                                                                                                          ყველაზე პოპულარული
                                                                                                          საზოგადოება