სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა დაახლოებით 95% გამოცხადდა
24-07-2019
-
+


2019 წლის გამოცდები დასრულდა. ბოლო გამოცდა 24 ივლისს მაგისტრობის მსურველებისათვის ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია.

საგამოცდო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება სოფო გორგოძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააკეთა.

„2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 95%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 82%. საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცხადებულ აპლიკანტთა სტატისტიკა მონაცემების დამუშავებისთანავე გამოქვეყნდება.

იყო გამოცდიდან მოხსნის რამდენიმე შემთხვევაც. ძირითადად, ეს იყო მობილურით და დამხმარე მასალით სარგებლობის მცდელობები. აბიტურიენტების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 2 ფაქტს, როდესაც აპლიკანტის ნაცვლად გამოცდაზე სხვა გამოცხადდა.

2019 წლის გამოცდებში მონაწილეები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ მათი გამოქვეყნებისთანავე ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge ან www.online.naec.ge-ზე, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 23 საგამოცდო ცენტრი 11 ქალაქში. ყველა ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. მასწავლებლობის მსურველები გამოცდებში 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდა. მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 17 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ  სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს, ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას“,-აღნიშნა სოფო გორგოძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზად მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დიდი სიყვარულით შეუძღვნენ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება