სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის“ - ირინა აბულაძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების შესახებ
03-07-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების ინტერესების დასაცავად, მზად არის საკანონმდებლო ცვლილებებისთვის.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეული აბიტურიენტის უფლება იყოს დაცული.

„განათლების სამინისტრომ გამოცდების დაწყების პირველივე დღეს, არაერთხელ განაცხადა, რომ მაქსიმალურად დაიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების ინტერესებს.

შესაბამისად, მაქსიმალურად მობილიზდა ზუგდიდის საგამოცდო ცენტრი, ცენტრმა ამ დღეებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ის აბიტურიენტები მიიღო, რომლებიც ვერ ასწრებდნენ რეგისტრირებულ ცენტრებში გამოცხადებას, მობილიზდა სამედიცინო პერსონალი, აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს გადიოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ, ზოგიერთი მათგანისთვის მოეწყო სპეციალური სივრცეც.

განათლების სამინისტრო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეული აბიტურიენტის უფლება იყოს დაცული, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც. შექმნილ პრობლემას ჩვენ მაქსიმალური მობილიზებით შევხვდით და რეგისტრირებული აბიტურიენტების 80%-მდე პირმა შეძლო საგამოცდო ცენტრში გამოცდის გავლა, თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჩვენთვის თითოეული აბიტურიენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვაგრძელებთ პროცესზე მონიტორინგს, გამოვიყენებთ საგამოცდო პროცესში ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და შედეგების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ასევე დავაყენოთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება