სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა
03-07-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა.

აღნიშნულის შესახებ დღეს უწყებაში განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბრიფინგი ჩაატარა.

მისი თქმით, VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მინისტრის 2018 წლის ბრძანების საფუძველზე  მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა.

„მიმდინარე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე (და არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე), ასევე საგანთშორისი კავშირების გაძლიერებაზე, ცოდნათა ორგანიზებასა და ურთიერთდაკავშირებაზე. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად და ამ კრიტერიუმების  დასაკმაყოფილებლად   გამოცხადდა სახელმძღვანელოების კონკურსი VII კლასისთვის (ასევე დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისთვის, სადაც შარშან ვერ შეირჩა სახელმძღვანელოები), ამდენად, აქცენტები გაკეთდა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფაზე.

პირველ რიგში, უფრო მეტი დრო მიეცათ გამომცემლებს სახელმძღვანელოების წერისთვის - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი; გარდა ამისა, მეტი დრო დაიხარჯა თავად ავტორების მომზადებაზეც: სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ჩატარდა საგნობრივი კონსულტაციები, რომლებიც უკავშირდება თავად საგნის სტანდარტის გააზრებას, ასევე შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებას; ასევე ჩატარდა თემატური სემინარები/სამუშაო შეხვედრები - რაშიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით“,-აღნიშნა აბულაძემ.

გრიფირების პროცესში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა:

• პირველი ეტაპი  გადალახა 73-მა განაცხადმა; ხარვეზი ორ განაცხადს დაუდგინდა, რაც არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში და, შესაბამისად, გრიფირების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა.

• რეცენზირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანონიმურობის დარღვევის გამო, შემდეგ ეტაპზე კიდევ ორი განაცხადი ვერ გადავიდა.

• ხოლო შინაარსობრივი და/ან ტექნიკური ხარვეზების განუხორციელებლობისა და კომისიისათვის მიუმართაობის გამო, გრიფირების პროცესს დამატებით კიდევ ექვსი განაცხადი გამოეთიშა.

ჯამში, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა.

ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.

„სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით  და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს  კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2018-2019 წლების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლინდა სახელმძღვანელოები, რომლებიც მიუახლოვდნენ ან გადალახეს მინიმალური ზღვარი, მაგრამ ტექნიკური თუ სხვა ხარვეზების არსებობის გამო გრიფი ვერ მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინტელექტუალური რესურსი არ დაიკარგოს საგანმანათლებლო სისტემისთვის და ხელმისაწვდომი იყოს პედაგოგებისთვის, რაც  სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამ მიზნითაც უახლოეს პერიოდში სამინისტრო დაიწყებს კონსულტაციებს გამომცემლებთან და საავტორო ჯგუფებთან“,-განაცხადა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება