სიახლეები
სიახლეები

რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდის მეორე დღეს I სესიაზე აბიტურიენტებს - კომენტარები
02-07-2019
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღეს აბიტურიენტებს დილის სესიაზე ერთ-ერთ თემად „ვეფხისტყაოსნის“ მონაკვეთი შეხვდათ.

როგორც გამოცდიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი etaloni.ge-სთან საუბარში ამბობს, გამოცდა არც თუ ისე რთული იყო.

„რედაქტირება მარტივი იყო, ძირითადად სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი და სიტყვები. მაგალითად, სიტყვა თ-ით ბოლოვდებოდა და ამ დროს „დ“ ასო უნდა ყოფილიყო ზოგან „ჰ“ იყო მოკლებული და ასეთი შეცდომები იყო. ესეს თემა იყო: „ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია პასუხისმგებლობის და მოვალეობის გარეშე“ და უნდა დათანხმებულიყავი ან არა ამ მოსაზრებას. რაც შეეხება თემას, მე „ვეფხისტყაოსანი“ დავწერე. მონაკვეთი იყო, როდესაც ავთანდილი ამშვიდებს ტარიელს, რომელსაც თავის მოკვლა სურს. ამ მონაკვეთიდან იყო გააზრება და თემა უნდა დაგვეწერა რა იყო ამ მონაკვეთის მთავარი სათქმელი“,-გვითხრა თბილისის N147 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

რაც შეეხება საგამოცდო გარემოს, მისი თქმით, სექტორში გრილოდა და კონდიციონერიც ჩართული იყო. აპლიკანტი საგამოცდო სექტორში გამოცდაზე შესვლამდე სხვებისგან  გამოირჩეოდა, გამოცდაზე წყლის და შოკოლადების დიდი მარაგით შევიდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, შოკოლადებს ბოლომდე ვერ გაუმკლავდა და ნაწილი უკან გამოიტანა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე დღის პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტის, ანი ლამაზაშვილი შეფასებით, გამოცდაზე მისული არგუმენტირებული ესე „უაზრობა იყო“. ზოგადად გამოცდას კი მარტივად აფასებს.

„ძალიან მარტივი იყო. ესე იყო: ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის აუცილებელია უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობა - ჩემთვის უაზრო თემა იყო, რადგან არგუმენტი ბევრი არ არის. დღევანდელი საქართველოს რეალობა მოვიყვანე, ეს იყო ერთადერთი, რაც გამახსენდა. დანარჩენი, ძირითადად მსჯელობა მქონდა. რაც შეეხება თხზულებას, ერთი შეგეძლო დაგეწერა ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“ და მეორე დოჩანაშვილის მოთხრობა იყო და ეს დავწერე. მოთხრობის სახელს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ლუკაზე იყო, ტექსტი იწყება რომ ვიღაც კაცი შეურაცხყოფას აყენებს ლუკას, სულელი ხარო და ლუკა პასუხობს რომ არა, -  და შემდგომ ამაზე იყო ტექსტი რამ გამოიწვია ლუკას შემწყნარებლობა.

ტექსტის რედაქტირებას რაც შეეხება ძალიან მარტივი იყო. თვითონ ტექსტი იყო ქოლგის წარმომავლობაზე სად შეიქმნა ვინ შექმნა და რაღაც ეგეთი ტექსტი იყო. თითქმის, ყველანაირი შეცდომები იყო, მძიმეები, მაგალითად, ეწერა „იქნა აღიარებული“ და უნდა დაგეწერა აღიარეს ასეთი შეცდომა ორი შემხვდა. მოკლედ რთული ნამდვილად არ იყო ძალიან მარტივი იყო“,- გვეუბნება თბილისის N147 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ანი ლამაზაშვილი.

თბილისის N117 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნინო მაჭარაძე კი ამბობს, რომ გამოცდა ადვილი იყო.

„დოჩანაშვილის საქმე იყო. ვეფხისტყაოსნიდან იყო ავთანდილის მიმართვა ტარიელისადმი. ესე იყო დასაწერი - ჭეშმარიტი თავისუფლება ვერ მიიღწევა პასუხისმგებლობის და თავისუფლების გარეშე. საერთო ჯამში, გამოცდა ადვილი იყო ძალიან“, - განაცხადა ნინო მაჭარაძემ.

კიდევ ერთი აბიტურიენტის, ნინო ვარდოსანიძის თქმით, ესე იყო პასუხისმგებლობების შესახებ. 

​„​ესე იყო ჭეშმარიტ თავისუფლებაზე ანუ პასუხისმგებლობები თუ შეიძლება გქონდეს ჭეშმარიტი თავისუფლების დროს და თემა იყო ვეფხისტყაოსნიდან - ავთანდილის დარიგება ტარიელის მიმართ. ტექსტი რედაქტირება იყო ეგვიპტეზე“, - ამბობს თბილისის N117 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნინო ვარდოსანიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ 

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის ერთი იქნება... სამომავლოდ რეგულაცია უფროსკლასელებსაც შეეხება - თამარ მახარაშვილი 

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს

სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - ვინ ეხება ვადები

სამინისტრო მოსწავლეებს ახალ პროგრამას შესთავაზებს - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში და როდიდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

ლილე ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება