სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება საქართველოს 50 სკოლაში იწყება
30-01-2019
-
+


საქართველოს 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგება.

დაგეგმილი აქტივობების გაცნობისა და მხარეებს შორის მოლოდინებისა და პასუხისმგებლობების ურთიერთგაზიარების მიზნით,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეული სკოლების დირექტორებთან და შესაბამისი რესურს ცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

„ვფიქრობ რეფორმების პროცესი, რომელიც სკოლებში დაიწყება იქნება წარმატებული. მიზანი გვაქვს ერთი- ჩვენ მომავალ თაობაზე ზრუნვა და ისეთი განათლების სისტემის შექმნა, რომელიც მომავალი წარმატებული ქართველი ბავშვებისთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ამ პროექტს ალტერნატივა არ აქვს და თქვენთან ერთად ამის განხორციელებას შევძლებთ“,-განაცხადა მინისტრმა.

პროექტის განხორციელება 2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრიდან საქართველოს ხუთ რეგიონში - თბილისის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის 50 საჯარო სკოლაში იწყება.

სამინისტროს ცნობით, პროექტის მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნით შეაიარაღებს. პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე სკოლებში განხორციელდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები ასევე, იმუშავებენ პედაგოგებთან სასწავლო გეგმისა და მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარების კუთხით. პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება