სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ბავშვებს კითხვის მოტივაციას უჩენს“ - ხაშურში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
23-11-2018
-
+


ხაშურის  მუნიციპალიტეტში 21  ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“  შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი მომავალი წლის იანვარში გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის წარმომადგენელი მანანა აბაზაძე:

ტეტსირების პროცესში მუნიციპალიტეტიდან თითქმის ყველა სკოლა ჩაერთო. აღნიშნული ორგანიზებულად და ობიექტურად ჩატარდა. მეორე ეტაპისტვის ვემზადებით. „ეტალონს“ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსწავლეების ინტერესსა და მოტივაციასცოდნის შეძენის თვალსაზრისით  ამაღლებს. პროექტს ხელს ყოველთვის შევუწყობთ. 

ხაშურის N8 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ხიჩაკაძე:

საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. მოსწავლეთა შემართება მაღალი იყო. სკოლა მეორე ტურში გადასულებს აქტიურად უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ სტიმულის მიმცემია და მოსწავლეები ამით საკუთარ ცოდნას ამოწმებენ.

ხაშურის N8 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნუგეშა ხერხეულიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. 50 მოსწავლე დაესწრო. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონით“ მოსწავლეები ცოდნასა და წარმატების მოტივაციას იძენენ. შარშან ამ პროექტში ჩვენ ფინალისტიც გვყავდა, რომელმაც სხვა მოსწავლეებს მაგალითი მისცა.

ბროლოსნის საჯარო სკოლა, დირექტორი მიხეილ დევაძე:

პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს  სწავლის სტიმულს და მოტივაციას მატებს,  ყველა საგანს მეტი ყურადღებით ეკიდებიან.

ბროლოსნის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მაია ნოზაძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა.  მონაწილეობა 15-მა  მოსწავლემ მიიღო. მეორე ტურისთვისაც აქტიურად ვემზადებით. კარგი ქულებიც დაიწერა.  ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“  წარმატებული პროექტია, რომლითაც მოსწავლეები საკუთარი ცოდნის წარმოჩენასა და გამოვლენას ახერხებენ.

ფლევის საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ ლომიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები პროცესს მოტივირებულნი  დაესწრნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ბავშვებს ცოდნას ამოწმებენ და ზოგად განათლებას იღებენ.  

ფლევის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დარია ტაბატაძე:

ტესტირება მშვიდ გარემოში ჩატარდა.  მონაწილეობა 30-მა მოსწავლემ მიიღო. ბარიერი უმრავლესობამ გადალახა. მეორე ტურში გადასულებს სკოლა უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ ბავშვებისთვის დიდი მოტივაციაა, მასში ხალისით ჩაერთნენ.

ნაბახტევის საჯარო სკოლა, დირექტორი თამაზ ნოზაძე:

ტესტირებაზე მოსწავლეებს კარგი განწყობა ჰქონდათ. მათ ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. პროექტი მამოტივირებელია, რადგან ბავშვებს სწავლის მიმართ მეტი ინტერესი  უჩნდებათ.

ნაბახტევის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მერი ლობჟანიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ნახევარზე მეტმა ბარიერი გადალახა.  საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“  წინსვლის, წარმატების, საშუალებაა.  მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას მატებს.

ხცისის საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა ქვრივიშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებს კითხვები მოეწონათ. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“  მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემია.  პროექტით ბავშვები საკუთარ თავს  ცდიან.

ვაყის საჯარო სკოლა, დირექტორი მამუკა მაჭარაშვილი:

მოსწავლეებს  ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. შესაბამისად, მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონი“ ბავშვებს კითხვის, სიახლის გაცნობის მოტივაციას უჩენს.


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 


კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება