სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შეიცვალა რეალურად აბიტურიენტებისთვის მისაღებ გამოცდებზე? - განათლების ექსპერტების შეფასებები
14-11-2018
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატის ცვლილებების სასიკეთო შედეგებს ეჭვქვეშ აყენებენ განათლების ექსპერტები სიმონ ჯანაშია და შალვა ტაბატაძე.

როგორც სიმონ ჯანაშია Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საგამოცდო ტესტების სირთულის თვალსაზრისით, არ იქნება რადიკალური ცვლილება და სავარაუდოდ, იგივე რაოდენობა ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში, რაც აქამდე აბარებდა. მისივე თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კოსმეტიკური სიახლეები შესთავაზა აბიტურიენტებს და რეალურად, სისტემაში ცვლილება არ განხორციელებულა.

„შეიძლება, ამ სიახლემ ცვლილება გამოიწვიოს სწავლების პრიორიტეტებში, მაგრამ ამასაც გარკვეული დრო სჭირდება. პრინციპში, ახალი არც შემოდის არაფერი - ძველი უქმდება. ეს „სიახლე“ რაიმე სასიკეთო შედეგის მომტან ცვლილებას არ გვაძლევს. ერთადერთი შეიძლება, ჩაითვალოს გზავნილად, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ღია კითხვებს, თავისუფალ აზროვნებას მსჯელობაში და ა.შ. თუმცა, ეს ცვლილებები არ არის იმის ინდიკატორი, რომ რაიმე ტიპის რეფორმა იწყება. ეს არის არსებული სისტემის კორექტირება“, - აცხადებს ჯანაშია და აღნიშნავს, რომ ცვლილებები არც ხელმძღვანელობის შეცვლას უნდა მივაწეროთ.

„არ მგონია ცვლილებები „ნაეკის" ხელმძღვანელის შეცვლით იყოს გამოწვეული, ეს უფრო საგნობრივი სპეციალისტების შემუშავებული  მგონია და შესაძლოა, დიდი ხანია მზადდება კიდეც“, - გვითხრა განათლების მკვლევარმა.

Etaloni.ge-სთან საუბრისას „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თავჯდომარე შალვა ტაბატაძე გვეუბნება, რომ რადიკალურად არაფერი შეცვლილა, ხოლო საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილება - იყო თუ არა საჭირო ეს, ვინაიდან, ცვლილებების დამადასტურებელი კვლევა არავის უნახავს.

„რადიკალურად არაფერი არ არის შეცვლილი. რეალურად, სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა უშუალოდ ტესტების შინაარსზე. არ ვიცი, შეიძლება, რაიმე კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ ცვლილებები იყო საჭირო, თუმცა, მსგავსი ტიპის კვლევა არავის თვალით არ უნახავს, ამიტომ რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება. 

მთლიანობაში არაფერი შეცვლილა ისეთი, რაზეც  შეიძლება კომენტარი გააკეთო. თვითონ ტექსტის შინაარსობრივი ცვლილება, გააზრების ამოღება, ერთი დავალებისთვის ქულების მომატება და მეორისთვის დაკლება - რამდენად არსებითია და რამ განაპირობა, ამაზე, ალბათ, თავად უნდა გააკეთონ კომენტარი, კონკრეტულად რა აჩვენა კვლევამ და რომელ კვლევაზე დაყრდნობით გაკეთდა ეს ცვლილებები“, - განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის და ლიტერატურის (როგორც არჩევითი საგნის) და გეოგრაფიის ტესტებში შევიდა.

იხილეთ: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება - naec.ge-ს განცხადება

ქართულის საგამოცდო დრო მცირდება - 2019 წელს წერითი დავალების გარეშე აბიტურიენტები შესაბამის ქულებს ვერ დააგროვებენ

რომელი დავალებაა ამოღებული ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტიდან და რამდენი იქნება გამსვლელი ქულა

რომელი დავალებები შემცირდება 2019 წლის ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტში - დეტალური მიმოხილვა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება