TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში ეხმარება“ - ხარაგაულში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
24-10-2018
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ კვლავ ეწვია. მოსწავლეებისთვის საყვარელი პროექტის I ეტაპი - ტესტირება, 19 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე ტური 6 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც ხარაგაულის  „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლამ მონაწილეობა მიიღო. მეორე ეტაპზე გადამსვლელი 73 ბავშვი გამოვლინდა. ვფიქრობ, ღონისძიება ნორმალურად ჩაივლის. „ეტალონისთვის“ მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. მითუმეტეს, ბავშვები, რომელთაც წინა წლებში გაიმარჯვეს, ხარაგაულის მერიისგან დასაჩუქრდნენ. ესეც სტიმულია მონაწილეებისთვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი თეა ბერიძე:

ტესტირებამ მშვიდ და ნორმალურ გარემოში ჩაიარა. ბავშვები და პედაგოგები კმაყოფილები არიან. შედეგებსაც მთელი გულით ელიან. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. ფაქტია, რომ ძალიან კარგი პროექტია, რადგან  მას ბავშვები ყოველწლიურად უცდიან. ჩვენ, როგორც მერია, ამ პროექტს სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ.

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარინა მაღრაძე:

პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. ორი გამარჯვებული გამოვლინდა. ტესტირება მე-8-დან მე-11 კლასების ჩათვლით ჩატარდა. მეორე ეტაპისთვის ვმეცადინეობთ. პროექტით ბავშვები ძალიან კმაყოფილები და მოტივირებულნი არიან.

ლეღვანის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა კიკვაძე:

პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა. შედეგებიც ნორმალური გახლდათ. ბავშვები კმაყოფილები არიან. ველოდებით მეორე ეტაპს. შემეცნებითი პროექტია, რომელშიც მოსწავლეები მთელი სულით და გულით ერთვებიან ხოლმე.

ლეღვანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა მიქაბერიძე:

მოსწავლეებმა მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინეს. ყველაფერს ძალიან დიდი ინტერესით მოეკიდნენ და მაღალი ქულებიც დაიწერა. როგორც ჩანს ძალიან კარგი კითხვები იყო დასმული. პროექტი შესანიშნავია, ყველას ძალიან მოსწონს და ბავშვებიც მოტივირებულნი არიან.

მარელისის საჯარო სკოლა, დირექტორი ვერა ოდიკაძე:

პირველი ეტაპის ტესტირებამ კარგად ჩაიარა. კითხვები ძალიან დახვეწილი და პროგრამასთან მისადაგებული გახლდათ. ამიტომ, მოწაფეებმა თავი კარგად გაართვეს. ამ პროექტში მოსწავლეების ჩართულობა ყოველთვის მაღალია. ზოგადად, ჩვენი სკოლა „ეტალონის“ ყველა აქტივობას მიესალმება. მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რადგან თავად მოსწავლეები არიან ამის გამო მოტივირებულნი. პროექტი მოზარდი თაობის ცოდნის დონის ამაღლებასა და განვითარებაზე ზრუნავს.

მარელისის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ინგა ვეფხვაძე:

ტესტირებაზე ყველა იმ მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ვინც დარეგისტრირდა. არავინ გამოკლებია. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით და მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც მონაწილეებს სტიმულს და ინტელექტუალური განვითარების მოტივაციას აძლევს.

ხიდრის საჯარო სკოლა,  დირექტორი ეთერი პაპავა:

ტესტირება წესების სრული დაცვით ჩატარდა. ბავშვებიც კმაყოფილები დარჩნენ. მათ არცთუ ისე ცუდი შედეგი აჩვენეს. მეორე ეტაპისთვის მოსწავლეებს სპეციალური კოორდინატორი ამზადებს.  „ეტალონს“ ძალიან დადებითად ვაფასებთ, რადგან ის ბავშვებისთვის წამახალისებელი და მოტივატორია.

ხიდრის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თამარი თაბუკაშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. მეორე ტურისთვისაც ღირსეულად ვემზადებით. „ეტალონი“ ბავშვებს გონებრივად ავითარებს. ამ საქმის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდით.

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა ხვედელიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. მეორე ეტაპისთვის პედაგოგებთან ერთად ვემზადებით. ამავდროულად, გამოიკვეთა მოსწავლეებისთვის რა საკითხები საჭიროებს ყურადღების მეტ მიქცევას. „ეტალონი“ ბავშვებს მოტივაციას აძლევს, რომ წარმატებას მიაღწიონ და ამით იამაყონ.

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ჩაჩანიძე:

ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა. ამისთვის სპეციალური აუდიტორია გამოვყავით. 3 გამარჯვებული გვყავს, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად, ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და ვეცდებით ყოველთვის აქტიურად ჩართულნი ვიყოთ.

ნადაბურის საჯარო სკოლა, დირექტორი დოდო ხაჩიძე:

ტესტირებამ ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არც გვეგონა თუ ამდენი მსურველი იქნებოდა. მოსწავლეები დადებითად არიან განწყობილნი და როგორც მონაწილეობისთვის, ასევე საგულშემატკივროდ ემზადებიან.

ნადაბურის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ლომიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მაღალი ქულებიც დაიწერა. გვყავს 2 ფინალისტი. მეორე ეტაპისთვის პედაგოგებთან ერთად ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი პროექტია. მათ დამატებითი ცოდნის მიღების მოტივაცია ეძლევათ.

ღორეშას საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე:  

ტესტირებამ კარგად ჩაიარა და მოსწავლეებმაც შესანიშნავი შედეგები მივიღეთ. მეორე ეტაპისთვის გულდასმით ვემზადებით და მონაწილეებს მაქსიმალურად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ მოწაფეების მოტივაციისა და ცოდნის დონის გამომჟღავნებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.

ღორეშას საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან იჩქიტიძე:

ტესტირებამ ობიექტურად, გამჭვირვალედ ჩაიარა. მოსწავლეთა ჩართულობა დიდი იყო და მათ კარგი ქულებიც მიიღეს. „ეტალონი“  მონდომებას, მოტივაციას, სწავლისადმი სიყვარულის გაღვივებას უწყობს ხელს. ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

შილდის N1 საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და ჭერის ნაწილს მოედო - დაკვამლიანება ძიძამ შენიშნა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება