სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშნები უნდა განათავსოთ - რეკომენდაციები დირექტორებისთვის 
18-07-2026
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე თამბაქოს და მსგავსი ნივთიერებების მოხმარება აკრძალულია, შესაბამისად სკოლამ უნდა უზრუნველყოს ამკრძალავი ნიშნების განთავსება. 
 
დირექტორთა პლატფორმა ავრცელბს ინსტრუქციას და რეკომენდაციებს, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და ტერიტორიაზე მოწევის ამკრძალავი ნიშნები განთავსებული უნდა იყოს:
 
1. შესასვლელ კარზე (კართან), როგორც შენობის მთავარ, ასევე ყველა დამატებით კარზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ეზოში შესასვლელ ყველა კარზე.
2. იგივე მოთხოვნა ვრცელდება ყველა შენობა-ნაგებობაზე, რაც დაწესებულებას ეკუთვნის, როგორიცაა სახელოსნოები, ეზოში მგდომი ტუალეტი, საწყობი და ა.შ.
3. შენობის შიგნით ნიშნები გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილებში, როგორიცაა ფოიე, კიბის უჯრედები, ბუფეტი, ტუალეტი, სპორტული დარბაზი და გასახდელები, სამასწავლებლო და ა.შ. სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის არსებობის შემთხვევაში, სასურველია მოწევის აკრძალვის ნიშნები განთავსდეს მათ მიმდებარედ.
4. ძალიან გადატვირთვაც არაა რეკომენდებული, რომ ამით უფრო არ აღიძრას ინტერესი მოსწავლეებში.
5. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას გააჩნია (ან სარგებლობს) ავტობუსით ან მიკროავტობუსით, აქაც უნდა იყოს გამოკრული მოწევის ამკრძალავი ნიშნები (შესასვლელთან და შიგნით) და ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის რეგულაციები უნდა იყოს დაცული.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება