სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „izrune.ge-ს მსგავსი პროექტი არ მოიძებნება საქართველოში და მსოფლიოშიც ცოტაა“
19-10-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამ წუთებში izrune.ge-ს, როგორც ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის, პრეზენტაცია მიმდინარეობს.  

შეხვედრას ესწრება izrune.ge-ს თანამოაზრე თბილისის 70 წარმატებული სკოლის ყველა დირექტორი და ასევე ამ სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები.

დღევანდელი შეხვედრის მიზანია მშობლის სასკოლო ცხოვრებაში სისტემური ჩართულობის საჭიროება და ამისთვის izrune.ge-ს გამოყენების მნიშვნელობისა და აუცილებლობის პირველი შედეგების განხილვა და შეჯამება; izrune.ge-ს ჩართული წარმატებული სკოლების შედეგებზე რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებული სკოლებისთვის მიწოდება.

შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ბავშვის განათლებაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ ჩვენ სკოლებთან და პედაგოგებთან ერთად ამ პროცესში ჩართული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი. izrune.ge-ს მსგავსი პროექტი არ მოიძებნება საქართველოში და მსოფლიოშიც ცოტაა. 

აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას, რომელსაც ამდენი შრომა და წლები აქვს ჩადებული თავის გუნდთან ერთად, რომელიც ემსახურება, ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, რაც არის ბავშვების მოტივაცია სწავლისთვის. ამაზე მნიშვნელოვანი და კეთილი საქმე მართლაც არ არსებობს და ის წარმატებული ბავშვები, რომლებიც ათეულობით და ასეულობით გვყავს, ბატონი გოჩას და მისი გუნდის დამსახურებაა, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს. 

ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს მცირე ნაწილი ხართ აქ ამ პროექტის, რადგან მე მინახავს რეგიონებში სავსე დარბაზი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სასიხარულოა, რომ მშობლებს, მასწავლებლებს და დირექტორებს აინტერესებთ, ბევრი ბავშვი იყოს ჩართული ამ პროექტში.

ეს არის საქართველოში ძალიან ღირსეული საქმე და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და წახალისება ექნება ამ პროექტს. მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ ადამიანს გხედავთ შეკრებილს და მინდა წარმატება ვუსურვო პროექტს, თქვენ და ჩვენ ქვეყანას. ძალიან გვჭირდება განათლებაში ბევრი წარმატება, რადგან განათლებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი...“

 რა შეფასებებს აკეთებენ თბილისის სკოლის დირექტორები izrune.ge-ს პრეზენტაციაზე

 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება