TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„გრიფირების ბრძანებების დანართში ნამდვილად გაიპარა შეცდომა“ - თეიმურაზ მურღულია
07-08-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საკუთარ ფეისბუქგვერდზე გრიფირების პროცესს ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, გრიფირების ბრძანებების დანართში ნამდვილად გაიპარა შეცდომა, რომელიც სწორედ მის მიერ ჩატარებული გადამოწმების შედეგად გამოვლინდა.

თეიმურაზ მურღულია პასუხობს იმ გამომცემელთა კრიტიკას, რომელთაც სკოლის სახელმძღვანელოებზე გრიფი მიენიჭათ, თუმცა შემდეგ გაუუქმდათ

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გამომცემლებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, არ აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილების საფუძვლებზე, არ კითხულობენ ბრძანებას, რადგან ყველა არგუმენტი ამ დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია. გთავაზობთ თეიმურაზ მურღულიას განცხადებას:

„მედიამონიტორინგიდან გავიგე, რომ რიგი გამომცემლობები პრეტენზიებს მიყენებენ რაღაც ავტორიტარულ გადაწყვეტილებებზე. გრიფირებასთან დაკავშირებით კიდევ იქნება საჭირო საზოგადოების ინფორმირება, რასაც არასდროს გავექცევი, თუმცა ამ ეტაპზე მინდა ყველამ იცოდეს ჩემი პოზიცია რიგ ღირებულებით საკითხთან დაკავშირებით:

1. გრიფირება, თავისი არსით, არის კონკურსი. შესაბამისად იქნებიან გამარჯვებულები და ისინი ვინც ვერ გაიმარჯვა. ისე თუ მოხდება, რომ გრიფირების შედეგით ყველა მონაწილე კმაყოფილი იქნება, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ვისი დაზარალების ხარჯზე შეიძლება დადგეს ასეთი შედეგი. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების დათმობით შეიძლება, რასაც პრინციპულად გამოვრიცხავ.

2. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქნება უკმაყოფილება და იქნება პრეტენზიები. ვფიქრობ, ამ პროექტში ჩემი ჩართვა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ემოციებს და კონიუნქტურას არ გადაეწონა სამართლიანობაზე.

3. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ არსებობს პერსონალური გადაწყვეტილებები. მე ფორმალიზაციას ვუკეთებ იმ შეფასებებს, რომლებიც გრიფირების პროცესში ორდონიანი ფილტრაციის პროცესში დაფიქსირდა. შესაბამისად, არ არსებობს "ჩემი" გადაწყვეტილება, რომელიც ამ ფილტრაციის შედეგებისაგან განსხვავდება.

4. გრიფირების კომისია, რომელიც შეიქმნა გასული წლის ნოემბერში, მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სწორედ იმისათვის, რომ დაებალანსებინა სარეცენზიო კომისიების შესაძლო ხარვეზები, რაც თავად გამომცემლების მხრიდან იქნა გაჟღერებული. მე, ამ კომისიის ფორმირებაში, არანაირი ფორმით არ ვყოფილვარ ჩართული, თუმცა მის კომპეტენტურობას, ეჭვქვეშ, კონკრეტული კონტრარგუმენტების გარეშე, როგოც სახელმწიფო მოხელე ვერ დავაყენებ. ასევე მესმის, რომ შეფასების ნებისმიერი ახალი ფაქტორის დამატება, ახალ სუბიექტურობას შემატებს პროცესს.

5. გრიფირების ბრძანებების დანართში ნამდვილად გაიპარა შეცდომა, რომელიც სწორედ ჩემს მიერ ჩატარებული გადამოწმების შედეგად გამოვლინდა. ამ შეცდომების გამოუსწორებლობა იწვევს საზოგადოებისა და მესამე პირების (ანუ სხვა გამომცემლების) კანონიერი ინტერესების ზიანს, რის გამოც კონკრეტული პუნქტები ცნობილია ბათილად, რაც განსხვავდება გრიფირების გაუქმებისაგან. სამი დღის წინ, სპეციალურად, წერილობით მივმართე გრიფირების სამმართველოს, კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ყველა დოკუმენტური საფუძველი, რათა გრიფირებაზე უარის თქმის ბრძანებაში არ გაიპაროს შეცდომა.

6. ერთიდაიგივე გამომცელებისაგან მოვისმინე არგუმენტები, "ბევრმა სკოლამ იმიტომ აარჩია, რომ ძველ წიგნებს მიჩვეულები არიან" და "ჩემი წიგნი კარგია, იმიტომ რომ ბევრმა აარჩია". ეს გრიფირება, სხვა უნიკალურ სიახლეებთან ერთად, გულისხმობდა არა ერთი წიგნის არჩევას, არამედ ყველა ბარიერგადალახული კანდიდატის რანგირებას პრიორიტეტის მიხედვით. სწორედ იმიტომ, რომ ეს სუბიექტურობა დაბალანსებულიყო.

7. კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რომ ამ გრიფირების ფარგლებში, დიდი რაოდენობით არაჯანსაღი ინტერესების იგნორირების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა გამჭვირვალე და ეფექტური პროცესის წარმართვა. გამომცემლები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, რომ არა აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილების საფუძვლებზე, უბრალოდ არ კითხულობენ ბრძანებას, რადგან ყველა არგუმენტი ამ დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია.

8. ჩვენს ამოცანად კვლავაც რჩება ხარისხიანი და მსუბუქი წიგნების მიწოდება სკოლაში. წონის საკითხი როგორც ქაღალდის წონის შემცირების, ასევე სახელმძღვანელოების ნაწილებად გაყოფით, უკვე გადაწყდა. წარმატებას ხარისხის ნაწილში, პირველი აკადემიური წლის გამოცდილება გვიჩვენებს,“ - წერს თეიმურაზ მურღულია.

კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება
 
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება