სიახლეები
სამასწავლებლო

რა უჩვეულო ტრადიციებით ხვდებიან სკოლები ახალ სასწავლო წელს
18-07-2018
-
+


სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. 

Etaloni.ge საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა და პირველ ზართან დაკავშირებით მათ ტრადიციებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი მამედ პარიევი:

„ყოველთვის ძალიან კარგად ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. მაგალითად, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გახსნაზე სხვადასხვა მოწვეული სტუმარი გვყავდა, მათ შორის, გუბერნატორი და იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. წელს 15 პირველკლასელს ველოდებით.“

ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლხან ალიევი:

„ახალი სასწავლო წლის შეხვედრის განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. პირველი დღე ყოველთვის ჟრიამულითა და ახლის მოლოდინითაა სავსე. წელს ჩვენს სკოლას 12 მოსწავლე შეემატება.“ 

დამიის საჯარო სკოლის დირექტორი სილვა ამირიანი:

„სასწავლო წლის დასაწყისს მოსწავლეები შავ-თეთრ სამოსში, სიმბოლური ღონისძიებით ხვდებიან. უკვე 9 პირველკლასელმა გაიარა რეგისტრაცია.“

დამიაგეორარხის საჯარო სკოლის დირექტორი ფარმან გურბანოვი:

„წელს 15 პირველკლასელს ველით, რომლებიც ჩვენი სკოლის ჩვეულებათა ფერხულში ჩაებმებიან. სწავლის პირველ დღეს პედაგოგები სიტყვით გამოვდივართ, ვესალმებით მშობლებსა და მოსწავლეებს, შემდეგ ნოუთბუქებს გადავცემთ პატარებს და პირველი ზარიც ირეკება.“

ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი თახირ განჯაევი:

„სექტემბერში 15 პირველკლასელს მოვუწყობთ საზეიმო დახვედრას და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ სკოლას.“

თაქალოს საჯარო სკოლის დირექტორი ჰუსეინ ჰუსეინოვი:

„წელს 26 პირველკლასელი გვეყოლება, რომელთაც, მშობლებთან ერთად, საზეიმო დახვედრას მოვუწყობთ და სასკოლო ცხოვრების დაწყებას მივულოცავთ.“

ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი ზიადინ საფაროვი:

„ტრადიციულად, სასწავლო წლის პირველ დღეს მთელს სკოლას ვულოცავთ ცოდნის, ახალი გამოწვევებისა და წარმატებების დასაწყისს და ცალკე მივმართავთ პირველკლასელებს, წელს 9 პატარა შემოგვიერთდება.“

ყულალისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი:

„რა თქმა უნდა, სასწავლო წლის მოსვლას ზეიმით ავღნიშნავთ. გაკვეთილების დაწყებამდე, სკოლის მიღწევებს ვიხსენებთ და მთელი ძალებით ახალი წარმატებებისთვის ვემზადებით. წელს 10 პირველკლასელი შმოაღებს ჩვენი სკოლის კარს.“

დადეშის საჯარო სკოლის დირექტორი სურენ აკოფიანი:

„4 პირველკლასელი გვეყოლება წელს, რომელთაც საზეიმო დახვედრას მოვუწყობთ და სასწავლო წლის დაწყებას მივულოცავთ.“

თახჩის საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე მიქაელიანი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სამწუხაროდ, წელს პირველკლასელი არ გეყოლება. დანარჩენ მოსწავლეებს კი, ტრადიციულად, სასწავლო წლის დაწყებას მივულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.“

კატნატუს საჯარო სკოლის დირექტორი სურენ მზიკიანი:

„ჩვენს სკოლას ცეკვის ანსანბლი ჰყავს და ჩვეულებისამებრ, სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად პატარა ღონისძიებას ვაკეთებთ ხოლმე. წელს 6 პირველკლასელს ველოდებით, შარშან სულ 2 გვყავდა.“

ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი:

„სკოლა პირველ სასწავლო დღეს ზეიმითა და მილოცვებით იწყებს. წელს 14 პირველკლასელს ველოდებით.“

გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი:

„ტრადიციულად, პირველი ზარის ღონისძიებასა და პატარა კონცერტს ვაწყობთ, სადაც მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ. სკოლა სექტემბრიდან 6 პირველკლასელს ელის.“

მურჯახეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდევან მარგარიანი:

„სასწავლო წელს კონცერტითა და პირველი ზარის დარეკვით ვეგებებით. მოსწავლეები ლექსებს კითხულობენ, პედაგოგები კი მილოცვით ვეცნობით ბავშვებსა და მათ მშობლებს. წელს სულ სამმა პატარამ გაიარა რეგსიტრაცია - ორმა სომხურ, ხოლო ერთმა ქართულ სექტორზე.“

ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი ქენარი კჩივჩიანი:

„ტრადიციულად, პირველ დღეს აღვნიშნავთ ზეიმით, სადაც მოსწავლეების ლექსებისა და სიმღერების ფონზე, მე-12 კლასელები პირველკლასელებს ეგებებიან. წელს პირველი ზარი 13 ბავშვისთვის დაირეკება.“

წითელსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ამაიკ საიადიანი:

„წელს ჩვენს სკოლას 17 პირველკლასელი ეყოლება. მათ საზეიმო ღონისძიებითა და მილოცვებით დავხვდებით, გადავცემთ ნოუთბუქებს და პირველი ზარიც დაირეკება.“

სულდის საჯარო სკოლის დირექტორი საიათ ჯანოიანი:

„ლამაზად ჩაცმულები, ღიმილითა და ინტერესით ელიან ჩვენი მოსწავლეები ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მილოცვებითა და ჟრიამულით ვურიგებთ ბავშვებს სასწავლო წიგნებსა და ბუქებს. წელს 17 პირველკლასელი გვეყოლება.“

კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაჰირ ჰუსეინოვი:

„პირველი დღე მილოცვით იწყება, განსაკუთრებით ვეგებებით პირველკლასელებს. წელს 25 ბავშვი შემოაბიჯებს სასკოლო ოჯახში.“ 

ქაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ეფენდიევი:

„ჩვენს სკოლაში პირველი დღე პედაგოგთა სიტყვითა და მილოცვებით იწყება, საოცარი ჟრიამული სუფებს ამ დროს. სექტემბრიდან 15 პირველკლასელს ველით.“

ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი ზაალ ველიევი:

„პირველი ზარის დარეკვას მოუთმენლად ელიან მოსწავლეები. საზეიმო შეხვედრაზე სიტყვით გამოვდივართ და ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ბავშვებს. წელს ამ მილოცვას 16 პირველკლასელი შეუერთდება.“


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები
მოსწავლეებმა დაწერეს პროექტი სახელწოდებით - „ბუნების სადარაჯოზე“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ტერიტორიის გამწვანებას
კვირეულის მე-4 დღე შემოქმედებითი გახლდათ და გამოძახილი იმისა, რომ ერთმანეთს გარემოს სიყვარულისა და მისი გაფრთხილებისკენ უნდა მოვუწოდებდეთ 
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება