სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„განათლების ხუთივე საფეხურზე რეფორმების გატარება უმოკლეს ვადებში დაიწყება“ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი
12-07-2018
-
+


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა.

„განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი, იგი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი, აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანა განათლებაში არის ხუთდონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს, სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და, რაც მთავარია, განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის ურთიერთობას. ბატიაშილი ჩვენი მხარადჭერით შეძლებს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წარდგენის შემდეგ მიხეილ ბატიაშვილმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც უწყებაში გეგმავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განთლების ხუთივე საფეხურზე რეფორმების გატარება უმოკლეს ვადებში დაიწყება:

„განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

იხილეთ ასევე: ვინ არის განათლების გაფართოებული სამინისტროს შესაძლო ხელმძღვანელი მიხეილ ბატიაშვილი

„მიხეილ ბატიაშვილი პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო“ - მარიამ ჯაში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

ბაღები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩაერთვება

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

პროექტი ბილინგვური განათლების სპეციფიკის გათვალისწინებითა და საგანთაშორისი ინტეგრაციით დაიგეგმა

 

 

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას და როლები ოსტატურად მოირგეს

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ამსახველმა მასალებმა

მე-3 კლასელებისთვის კი კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ბავშვობის ზღაპრული სამყარო

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება