სიახლეები


ვინ არის განათლების გაფართოებული სამინისტროს შესაძლო ხელმძღვანელი მიხეილ ბატიაშვილი
10-07-2018
-
+


ჯერჯერობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.

მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

იგი ხელმძღვანელობს პირველ კერძო მაღალტექნოლოგიურ ცენტრს - „სილიკონ ველი თბილისს“.„სილიკონ ველი თბილისი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნეს ინკუბატორსა და აქსელერატორს, IT აკადემიას, მედიაცენტრს, სკოლას, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.

წლების მანძილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის პოზიციას იკავებდა.

2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი გახდა. ასევე იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმის ცენტრის ვიცე დირექტორი. ის არის საკონსულტაციო კომპანიის „IPN Consulting“- ის თანადამფუძნებელი.

მიხეილ ბატიაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

იხილეთ ასევე:

„განათლების სისტემას გრძელვადიანი ხედვების მქონე ლიდერი სჭირდება“ - ლია გიგაური

„მიხეილ ბატიაშვილი პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო“ - მარიამ ჯაში

კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თემაზე „როგორ გავატარე ზაფხულის არდადაგები“
ტესტირებაში მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სიახლეები
ახალი ხედვის ძირითადი საფუძველი არის სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა
საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რომ  განათლების სისტემა განავითაროს
ის ერთ-ერთ კომპანიაში ადამიანური რესურსების მენეჯერად მუშაობდა და თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.
თუ მშობელს საჯარო სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოს შეძენა დასჭირდა, ეს კანონდარღვევაა


საინტერესო
წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იწყება და იმისათვის, 
ასეთ ფორმას ათასობით წლის განმავლობაში ატარებდნენ ახალგაზრდები
დააკვირდით ფოტოს და რასაც პირველად დაინახავთ, იმის მიხედვით უფრო მეტს თქვენს შეიტყობთ  საკუთარ თავზე.
მშობლების ნაწილი სკოლებს მათი სამსახურის ადგილმდებარეობიდან გამომდინარეც ირჩევს
ეტალონი
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება


ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.


საზოგადოება