სიახლეები


გლდანი-ნაძალადევში სკოლის დირექტორთა სათათბირო შეიქმნა
06-07-2018
-
+


გლდანი-ნაძალადევის რაიონში საჯარო სკოლის დირექტორთა სათათბირო შეიქმნა. 

მიზანი კონკრეტული და წინასწარ გაწერილია - მოსწავლეების აღზრდა-განათლების პროცესში მშობელთა სისტემური და აქტიური ჩართვა. თბილისის სკოლის დირექტორთა სათათბიროს შექმნის იდეა ,,ეტალონისა’’ და Izrune.ge-ს ავტორს, აკადემიურ დოქტორს, გოჩა ტყეშელაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად Izrune.ge ქართულ რეალობაში არსებული ერთადერთი ეფექტური და ინოვაციური პორტალია;  ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც სკოლას, ბავშვს, ოჯახსა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გააერთიანებს და მომავალ თაობას ბევრად განათლებულს და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს აღზრდის.

რაც შეეხება სათათბიროს, როგორც სტრუქტურას, ის საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და ღიაა ყველა იმ სკოლის დირექტორისთვის, ვისთვისაც მომავალი თაობის განათლება-განვითარებაზე ზრუნვა ცხოვრების კრედოა.

სათათბიროს უკვე ჰყავს 13 წევრი - მზია გელაშვილი (N45 საჯარო სკოლა),  მაკა გიორგაძე (N14 საჯარო სკოლა),  ნუნუკა კაპანაძე (N138 საჯარო სკოლა),  გიორგი გარსიძე (N154 საჯარო სკოლა),  გიორგი ლიჩელი (N129 საჯარო სკოლა), პაატა ჩორგოლაშვილი (N71 საჯარო სკოლა), ლიანა ფუტკარაძე (N133 საჯარო სკოლა),   ზურაბ ჩხაიძე (N207 საჯარო სკოლა), ლია გაბინაშვილი (N113 საჯარო სკოლა),  ელენე ფუტკარაძე (N167 საჯარო სკოლა), ნინო თაბაგარი (N112 საჯარო სკოლა),  მარინე სამუშია (N141 საჯარო სკოლა),  გელა ოდიშელიძე (N177 საჯარო სკოლა).

სათათბიროს  წევრები აცხადებენ, რომ ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით ამ თანამოაზრეთა გაერთიანებას ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

„სკოლის დირექტორთა სათათბირო - ეს არის თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელიც საერთო იდეას ატარებს და მის ეფექტურ განხორციელებაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, ეს არის ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების კარგი პლატფორმა. რაც შეეხება იდეას, მიგვაჩნია, რომ პროექტი Izrune.ge საუკეთესო ინსტრუმენტია მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩასართავად, მშობელთა ჩართულობა კი მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისთვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.

ამასთანავე, როცა მშობელი ბავშვის განათლების პროცესში იღებს მონაწილეობას, საკუთარი შვილის მიმართ უფრო გამგები ხდება; ბავშვის სოციალური, ემოციური და  ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს მეტ ყურადღებას უთმობს და შვილის მიმართ უფრო მზრუნველი და ნაკლებად მკაცრი ხდება; ასევე, შვილის მიღწევებს უფრო მეტად აფასებს. ამასთანავე, თავად მშობელიც  უფრო თავდაჯერებული ხდება და ბავშვის განათლებასა და აღზრდის პროცესში სიამოვნებით ერთვება. მშობელთა ჩართულობის გარეშე შედეგი არ იქნება, ისინი არიან მთავარი პარტნიორები ამ საქმეში,“ - აცხადებს თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სკოლის დირექტორთა სათათბიროს ხელმძღვანელად ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული.

თბილისის N138 საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუკა კაპანაძე ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge- ს განათლების სფეროს განვითარებისთვის გარდაუვალ აუცილებლობად აფასებს და დირექტორთა სათათბიროს შექმნას მიესალმება:

„გაოცებული ვარ Izrune.ge- ს ინოვაციურობით, საგანმანათლებლო მიზნებითა და რაც მთავარია, შვილების სასწავლო პროცესში მშობლების ჩართვის შესაძლებლობით. ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სკოლის დირექტორთა სათათბიროს შექმნა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენ, პრაქტიკოსი დირექტორები და მასწავლებლები, ყოველდღიურად ვართ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართული და ყველაზე უკეთ ვიცით მათი ძლიერი და პრობლემური მხარეები. ასე, რომ ერთმანეთში გამოცდილებისა და შეხედულებების გაცვლით, მშობლებისა და მოსწავლეების სწორი ინფორმირებით, Izrune.ge დასახულ მიზნებს ნამდვილად მიაღწევს“.

თბილისის N71 სკოლის დირექტორს, პაატა ჩორგოლაშვილსაც დიდი მოლოდინი აქვს Izrune.ge-ს მიმართ:

„ძალიან პრობლემატურია მშობლების ჩართვა ნებისმიერ საშუალო აქტივობებში, სწორედ ამიტომ Izrune.ge, რომელიც ბავშვზეა ორიენტირებული, ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლებისა და ბავშვების მიერ აქტივობების ერთობლივად განხორციელება ორივესთვის სასარგებლო იქნება. თვითონ სიტყვაც „ზრუნვა“ ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მშობელი შვილის ინტელექტუალურ განვითარებასა და გაჯანსაღებაზე იზრუნებს. ამიტომაც, მშობლებთან შეხვედრები და სადამრიგებლო პროგრამებში ჩართულობა, ასევე, მოსწავლე თვითმმართველობის ჩართვა ეფექტური იქნება“.

თბილისის N154 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გარსიძე მიესალმება Izrune.ge- ს უმთავრეს მიზანს - ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთი მიზნით გაერთიანებას და მიიჩნევს, რომ სკოლის დირექტორთა სათათბიროს შექმნა პროცესის ეფექტურ წარმართვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

„ინოვაციური პორტალი Izrune.ge განათლების მომავალია. მისი მთავარი მიზანი სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავის გადაჭრა - შვილების სასწავლო პროცესში მშობლების აქტიური ჩართვაა. სკოლის დირექტორთა სათათბიროს შექმნა საკითხის ირგვლივ საზოგადოების მეტად ინფორმირებას, სკოლების ძალების გაერთიანებასა და განათლებული მომავალი თაობის ხელშეწყობას, მათში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს“.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

3 მთავარი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - სიახლეები დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხება

გაძლიერებული საგნების პედაგოგებსა და სკოლებს სამინისტრო ტრენინგების შემდეგ შეარჩევს

სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას თბილისის მერია გადაიბარებს

მასწავლებლებს საშვებულებო დღეები სექტემბერში დაემატებათ - სამეურვეო საბჭოს არჩევნები

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება